26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
14 წლის გოგო, რომელიც 5 წლის განმავლობაში მამისა და მეზობლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - შემზარავი დანაშაულის დეტალები

14 წლის გოგონას ბებია "კურიერს" უყვება, რომ არასრულწლოვანი მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობას წლების განმავლობაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო მალავდა. ირკვევა, რომ მოზარდს საკუთარი მამა 8 წლის ასაკიდან აუპატიურებდა. 5 წლიანი დუმილი გოგონამ მის მიერვე დაწერილ წერილში დაარღვია. მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი უმძიმესი დანაშაულის დეტალებსა და თვითმკვლელობაზე წერდა. წერილი ბავშვის დედამ იპოვა, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.

საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამა სამართალდამცველებმა ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს. დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა სოფლის რწმუნებულიც, რომელმაც ოჯახში სამართალდამცველები პირადად გამოიძახა. მოწმე ამბობს, რომ მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად ბოლოს გუშინ, ავტომობილში ნახეს

მამა ერთადერთი არ არის, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გოგონასთან იძულებით სქესობრივ კავშირს მეზობელი მამაკაციც ამყარებდა. მოზარდი ამ ეპიზოდს არ ადასტურებს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებულმა თანასოფლელმა დანაშაული თავად აღიარა. ფაქტს ადასტურებს გამოძიების მიერ ამოღებული სხვა მტკიცებულებებიც, თუმცა 28 წლის მამაკაცის ოჯახში მის მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურებას გამორიცხავენ.

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მეზობელ მამაკაცს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაზარალებულ მოზარდს დამატებითი ექსპერტიზა ხვალ თბილისში ჩაუტარდება.

დღის ამბები