26 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა" - 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხაებას ავრცელებს

17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.

"ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!" - წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

დღის ამბები