პარაპლანით ფრენის აკრძალვა უქმდება. უსაფრთხო ფრენებისთვის ახალი რეგულაციები შემოდის. დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომლებიც შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ.
ახალი წესის მიხედვით, შემოწმდება საფრენი ადგილები და პარაპლანები. პირველ ეტაპზე დაკომპლექტდება კომისიები, რომლებიც ახალი რეგულაციების შესრულებას უზრუნველყოფენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მთავრობამ მიიღო. მფრინავების სერტიფიცირებასა და შესაბამის შემოწმებას ფედერაცია უზრუნველყოფს - თავად ფედერაციის საქმიანობას კი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გააკონტროლებს.