26 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"დაუყოვნებლივ წაშალეთ!" - გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო აპლიკაცია

Kaspersky-ის მკვლევრებმა ახალი საზიანო Android პროგრამა აღმოაჩინეს, სახელად Fleckpe. მას ჩვეულებრივ აპლიკაციებში ამატებენ და მომხმარებლებს ასე ატყუებენ. საერთო ჯამში, პროგრამა დაახლოებით 620 ათასჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

განსხვავებით სხვა საზიანო პროგრამებისგან, Fleckpe მომხმარებლებს პრემიუმ სერვისების გამოწერას აიძულებს — ისე, რომ მათ ეს არც კი იციან — და ამ გზით თაღლითებისათვის სარგებელი მოაქვს. Fleckpe გასული წლიდანაა აქტიური და არაერთ ქვეყანაში გვხვდება.

რომელი აპლიკაციები წავშალოთ?


საბედნიეროდ, ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი აპლიკაცია აღარაა Google-ის Play Store-ზე ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი რომელიმე მათგანი უკვე გადმოწერილი გაქვთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ:

Beauty Camera Plus
Beauty Photo Camera
Beauty Slimming Photo Editor
Fingertip Graffiti
GIF Camera Editor
HD 4K Wallpaper
Impressionism Pro Camera
Microclip Video Editor
Night Mode Camera Pro
Photo Camera Editor
Photo Effect Editor


გაითვალისწინეთ ისიც, რომ, შესაძლოა, Fleckpe პროგრამას სხვა აპლიკაციებიც შეიცავდეს. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა საზიანო პროგრამაც. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, პრევენციას მიმართოთ, ციფრულ სამყაროში სიფრთხილე გამოიჩინოთ და კიბერჰიგიენა კარგად დაიცვათ. მაგალითად, აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოიწერეთ, მანამდე კი მისი წარმომავლობა კარგად გამოიკვლიეთ.

თუკი ციფრულ სივრცეში თავის დასაცავად მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ, ამ ბმულზეჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.

დღის ამბები