26 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
კორონავირუსმა სეზონური რესპირატორიული ვირუსის სახე მიიღო- ივანე ჩხაიძე

კორონავირუსმა სეზონური რესპირატორიული ვირუსის სახე მიიღო. მწვავე ფაზა დასრულებულია. შეფასებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის შემთხვევაში ნაკლებად არის მოსალოდნელი გართულებები. 

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ მინიმალური რაოდენობით.

"კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში. ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში,"- ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები