ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა. დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანდა მანქანები, გაზსადენი მილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ოდესის ოლქზე. ოკუპანტებმა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლებაც დაბომბეს.
შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაიჭრა 1 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.