26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომანით "უკმარი სინათლე" გიზელა ელსნერის პრემიის ლაურეატია

მსოფლიოში აღიარებული გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომანით "უკმარი სინათლე" გიზელა ელსნერის პრემიის ლაურეატია.

"უკმარი სინათლე“ მკითხველს 90-იანი წლების რეალობაზე უყვება, რომელიც, საქართველოსთვის არც ძალიან უცხო და არც ძალიან შორეულია. გასულ წელს, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართულ ფილმებთან ერთად, ხარატიშვილის ეს პროზაული ნაწარმოები სექციისთვის ”წიგნები ბერლინალეზე" 10 საუკეთესო კრებულს შორის მოხვდა.

მწერლის თითოეული წიგნი, ბესტსელერია. მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა ავტორის ბოლო წიგნმა "უკმარი სინათლე”, რასაც რამდენიმე კვირაში ამოწურული ტირაჟებიც მოწმობს. ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იანვარში კარლ ცუკმაიერის მედლით დააჯილდოვეს.

თბილისზე და ქართულ ღირებულებზე ეპიკური, ისტორიული და დრამატული რომანი, მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია.

ლიტერატურისა და ხელოვნების დახმარებით ნინო ხარატიშვილი ისტორიებს საზოგადოებას უყვება. მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის სპექტაკლები ისევე წარმატებულია, როგორც მისი რომანები.

მრავალი ჯილდოს და პრემიის მფლობელი ბესტსელერი ავტორის, ნინო ხარატიშვილის რომანის "უკმარი სინათლის” პრეზენტაცია, გერმანიის შემდეგ, ახლა უკვე საქართველოში, ივნისშია დაგეგმილი.

დღის ამბები