26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ენმ აღარ იმართება კაბინეტიდან და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიულ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს - ყოფილი თავმჯდომარე მოქმედს ისევ აკრიტიკებს. მიზეზი ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი გახდა, სადაც მან პარტიაში დაგეგმილი არჩევნების დეტალებზე ისაუბრა. ხაბეიშვილმა თქვა, რომ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების საკითხზე კენჭისყრა 20 მაისამდე დასრულდება.

"63 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში, ყველას, ვისაც აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ადგილზე მართოს "ნაციონალური მოძრაობა" 4-დან 9 მაისამდე შაბათ-კვირასაც იმუშავებს "ნაციონალური მოძრაობის" კანცელარია, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადები.

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ გაიმართება და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე. ეს აღარ შეიცვლება, პარტიაში პოლიტიკური პროცესი ვინმეს უნდა ეს თუ არა - იქნება, დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული," - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილს სტრატეგია ნიკა მელიამ ისევ დაუწუნა - საჯარო პოსტით ყოფილმა მოქმედს უთხრა, რომ პარტია დღეს გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ვიდრე შიდა არჩევნებია.  მისივე შეფასებით, მწვავე კამპანიები პოლიტიკური ძალისთვის შესაძლოა, იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი.

დღის ამბები