26 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ნიდერლანდებში იმყოფება, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ნიდერლანდებში იმყოფება, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა. მედიის ინფორმაციით, ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს.

დღეისთვის ჰააგაში დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა თემაზე : "არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე". ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებს იძიებს.

დღის ამბები