ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარულ მდგომარეობას გაეცნო. ქვეყანაში ბზის დაავადების და მავნებლის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, სახეობის შენარჩუნების მიზნით, 12 ჰექტრამდე ტერიტორიაზე მავნებელთან ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებები განხორციელდა. ტერიტორია მუდმივად რჩება სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.
ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, 2016 წლიდან ახორციელებს.