რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„"სოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონში," - წერს ზელენსკი.