26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რომელიც შესაბამისობაშია ყველა საუკეთესო სტანდარტთან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის ეთერში აღნიშნა, პატარა ოპოზიციური პარტიები უნდა გაემიჯნონ სხვა პარტიებს, თუ უნდათ ინდივიდუალიზმი და შეეცადონ საკუთარი ელექტორატი გაზარდონ:

"დაბალი ბარიერი არის ის, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ხელოვნურ პლურალიზმს, რომლის სინამდვილეში მრავალპარტიული არ არის და ამავდროულად მარგინალი, პოლიტიკური ორგანიზაციების შესვლას პარლამენტში, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ. ოპოზიციამ როდესაც პარლამენტში ტრიბუნა მიიღო, საკუთარი დღის წესრიგი უნდა შეექმნათ ოპოზიციურ პარტიებს და ესარგებლათ ამ პერიოდით, მაგრამ რა გააკეთეს მათ?! კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ, იგივე დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონოდათ. ამიტომ, გამოსავალი უნდა ეძებონ არა იმაში, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, არამედ უნდა მოიქცნენ როგორც მოწიფული პოლიტიკოსები, გაემიჯნონ პარტიებს თუ უნდათ ინდივიდუალიზმი და შეეცადონ საკუთარი ელექტორატი გაზარდონ და არა იპარაზიტონ სხვა ოპოზიცურ ჯგუფებზე. 

2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის მხრიდან, ასევე ყველა საერთაშორისო დონეზე შეფასდა როგორც შესაბამისი ყველა საუკეთესო სტანდარტთან,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები