26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი წყდებოდა, საქართველო დაიჩაგრა, ქვეყანა სტატუსს იმსახურებდა მაშინაც და იმსახურებს ახლაც - შალვა პაპუაშვილი

შარშან, როდესაც კანდიდატის საკითხი წყდებოდა, საქართველო დაიჩაგრა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში" განაცხადა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო ისევ მოწინავე ადგილს იკავებს.

მისი თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს კონკრეტული დათქმებით და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსი. 

"ბევრი აცნობიერებს იმას, რომ თავის დროზე, შარშან, როდესაც კანდიდატის საკითხი წყდებოდა, საქართველო დაიჩაგრა, ვინაიდან მთავარი ის არის, რომ ეს არის არა მხოლოდ ემოციური ემპათია ჩვენს მიმართ, არამედ ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, ევროკომისიამ  გამოაქვეყნა საბოლოო შეფასება იმ კითხვარებისა, რომელიც საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ წარვადგინეთ შარშან, მაისი თვეში. ამ საბოლოო შეფასებამ გვაჩვენა, რომ ამ ტრიოში, ჩვენ კვლავაც ლიდერები ვართ.  

წარმოვიდგინოთ, რომ ახლა არის 2022 წლის ივნისი და ევროკავშირი წყვეტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის და ეს საბოლოო ანგარიში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა უდევთ წინ და უყურებენ, რომ საქართველო არის სამეულს შორის ლიდერი და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ამ სამიდან, რომელიც ლიდერია არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი - ეს ხომ შეუძლებელია?! საქართველო კანდიდატის სტატუს იმსახურებდა მაშინაც, იმსახურებს, ახლაც.

კანდიდატის სტატუსი ისიც პირობებით უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ეს არ არის სრულფასოვანი კანდიდატობა, ეს არის დათქმებით კანდიდატობა, რომ ამ პირობებს თუ შეასრულებთ, იქნებით სრულფასოვანი კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ არის პოლიტიკური ნაბიჯი და სიგნალი.

ეს არ არის ის ხაზი, სადაც უფრო სერიოზული მიდგომები იწყება.  სერიოზული მიდგომა იწყება მაშინ, როდესაც გაიხსნება მოლაპარაკებები - ეს არის როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისთვის, რომ  რეფორმები გატარდეს და სტრუქტურული ცვლილებები იყოს,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები