26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
"მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით, შეძლეს ჩემი მოსულიერება" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. 

ექსპრეზიდენტი საკუთარ მდგომარეობაზე წერს და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.

"როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები