26 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
კალაძე საფრთხეს უქმნი ჩვენს ქვეყანას, არის საშიშროება ქვეყნის სანქცირების - ელენე ხოშტარია

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა.

მისივე თქმით, კახა კალაძე თავისი ქმედებით ზრდის ქვეყნის დასანქცირების საშიშროებას. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პარტია “დროა” გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს პერსონალური სანქციები შეეხოთ.

"ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და პირდაპირი მინიშნება, რომ კალაძე ამ შემთხვევაში საფრთხეს უქმნი ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში არის საშიშროება ქვეყნის სანქცირების. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები და ეს სანქციები იყოს პერსონალური", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, კახა კალაძე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიცია წინასაარცევნოდ ცდილობს მის გაშავებას.

"ვინ ითხოვს კალაძის დასანცირებას, საცოდაობაა, ეს "ჭიჭე" ვაშაძე და მეორეა ქალბატონი ხოშტარია. კალაძე რეიტინგული ფიგურაა პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში ასევე მთელს ქვეყანაში და გრძნობენ არჩევნების მოახლოებას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები