26 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
მე არ მგონია რომ პროტესტის მიზეზი არსებობს, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტთან - მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის მიდგომა რომ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის მიუხედავად ლაზარე გრიგორიადისი გმირია, კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით პროტესტის მიზეზი არ არსებობს, რადგან საქმე გვაქვს ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტთან.

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ რამდენად გულწრფელი და კეთილსინდისიერია ეს პოზიცია, როდესაც მხარს უჭერ და გმირად ცდილობ აქციო ადამიანი, ვინც ბრალდებულია მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მე არა მგონია, რომ მიზეზი არსებობს არ პროტესტისთვის, რადგან საქმე გვაქვს მარტივ მოვლენასთან - ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტთან. ამას არ სჭირდება არანაირი პროტესტის გამოხატვა, მაგრამ როდესაც ოპოზიცია საკითხს ამგვარად აყენებს, რომ "მერე რა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, ის მაინც გმირია", ეს კატეგორიულად მიუღებელია,"- აცხადებს სარჯველაძე.

 

დღის ამბები