26 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა იმართება.

მედიის ცნობით, მანამდე, ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მირზოიანმა და ბლინკენმა შეხვედრისას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობითვე, საუბარი ასევე შეეხო „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.

დღის ამბები