26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
17 კვირიანი უწყვეტი პროტესტი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ- მასობრივი გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით 150 ლოკაციაზე მიმდინარეობს 

17 კვირიანი უწყვეტი პროტესტი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. მასობრივი გამოსვლები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 150 ლოკაციაზე გაიმართა, პოლიციასთან დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა. დემონსტრანტებმა თელ-ავივის მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქცია პოლიციამ დაშალა.

დემონსტრაციაზე გასული ათი ათასობით ადამიანისთვის მთავრობის რეფორმა ქვეყანაში დემოკრატიას ზღუდავს. ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია.

რეფორმის მოსმენა ნეთანიაჰუმ საპროტესტო აქციების ფონზე გადადო.საპარლამენტო სესიები კი რომელზეც ამ რეფორმის მოსმენაა დაგეგმილი დღეს გაიხსნა . ისრაელის პრემიერი უკან დახევას არ აპირებს.

იმ ფონზე როდესაც ისრაელის მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი , რეფორმა შეშფოთებას ქვეყნის უახლოეს მოკავშირეებშიც იწვევს. შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დღეს მედიის კითხვებს უპასუხა:

რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება შეიზღუდება. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება.დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვენ. მან თავის პოლიტიკურ კარიერაში პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსედ დაიკავა .ამ დროისთვის ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული , თუმცა ის ბრალდებებს უარყოფს .


დღის ამბები