თურქეთის დაზვერვის ძალებმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში მოკლეს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეიდი ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ჯანდარისში განხორციელდა, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჯგუფები აკონტროლებენ. შეტაკება ღამით დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი მოსახლეობამ დიდი აფეთქების ხმა გაიგო.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთის სადაზვერვო ორგანიზაცია მას თვალყურს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა.