26 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"112- მა" განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა

"112- მა", გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია "112-ის" მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

განახლების ფარგლებში, ჩანართში - "რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.

"112-ის" აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან "112-თან" დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები