უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა იმ სიგნალების მნიშვნელობაზე, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოსგან იღებს. მან ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზეც ისაუბრა და პარტნიორ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"დამპყრობელი ნამდვილად ვერ შეძლებს ჩვენი სიმშვიდის წართმევას, რაც უკრაინული ხასიათის ბუნებრივი ნაწილია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უფრო ძლიერი სიგნალები მიიღოს, რომ მსოფლიო არცერთ ტერორისტულ აქტს არ აპატიებს. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო კომპლექსის დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე," - განაცხადა ზელენსკიმ.