მექსიკაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, არის ათობით დაშავებულიც. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ნაიარიტის შტატში მოხდა. გზატკეცილზე, რომელიც შტატის დედაქალაქ ტეპიკსა და ტურისტულ ქალაქ პუერტო ვალარტას აკავშირებს, ავტობუსი ხევში დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.