26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
გურჯაანში, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია - საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წარდგენილ კანდიდატს, ზურაბ მუხულიშვილს მხარი უკვე ამომრჩეველთა 30 %-მა დაუჭირა

დღეს, ამომრჩეველი პარლამენტის, ფოთი-სენაკი ხობის, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს ირჩევს.

165 საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა, მათ შორის გურჯაანშიც, სადაც საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

გურჯაანში, ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. 

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ უკვე მოქალაქეთა 30%-მა დაუჭირა მხარი წარდგენილ კანდიდატ - ზურაბ მუხულიშვილს და ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. 

დღის ამბები