საქართველო მსოფლიო დონის თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება. ქვეყანას თანამედროვე პოპულარული არტისტები ეწვევიან, მასშტაბური კამპანია "სთართინგ ჯორჯია" აგვისტოში დაიწყება და მოვლენების ეპიცენტრი შეკვეთილი და თბილისი იქნება.
მაგიური მუსიკა, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციები ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.
კამპანიის მთავარი მიზანი საქართველოს პოპულარიზაცია, ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. მასშტაბური კონცერტის პარალელურად, ქვეყანა მეტ საერთაშორისო ვიზიტორს და ბიუჯეტის ზრდას ელოდება. ვარაუდობენ , რომ დამატებითი შემოსავალი და ეფექტი ეკონომიკაზე 100 მლ ლარი იქნება
საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად უკვე ემზადებიან ტურისტული კომპანიები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ინდუსტრია აქტიურად მუშაობს კვების , ტრანსპორტის და სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესებაზე. ბიზნესი მთლიან იქნება ჩართული კომბინირებული ტურების დაგეგმვის პროცესში.
მაღალი დონის შემსრულებლების საქართველოში ჩამოსვლა და წარმატებული სეზონი, პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
მასშტაბური კამპანია შეკვეთიდან 5 აგვისტოს დაიწყება, "ბლექ სი არენას" სცენაზე ქართველი მსმენელი გრემის მფლობელ და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მუსიკალურ პროდიუსერს ნაილ როჯერს .
ბრიტანულ როკ-მუსიკოს.
ყველა თაობის საყვარელ ბენდს, the ქილერს მოუსმენს. 18 აგვისტოს კი შეკვეთილში სოციალური სივრცე ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიას უმასპინძლებს. აგვისტოს ბოლოს მასშტაბური კონცერტი თბილისში გადმოინაცვლებს.
"სთართინგ ჯორჯიას" ფარგლებში მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი "იმეიჯინ დრაგონსი" წარდგება.