26 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ალიანსი იდგება კიევის გვერდით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება, რუსული აგრესია საქართველოსა და ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრეს.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და ასე იქნება იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. 

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე რუსული აგრესიის კონტექსტში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის იმის, რაც ახლა უკრაინაში ხდება:

"დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიაზე და ასევე უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და ჩემი პრეზიდენტ ზელენსკისადმი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ალიანსი იდგება კიევის გვერდით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. საქართველოს და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები