26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
როდის მოხერხდება სუდანში დარჩენილი 33 ქართველის ევაკუაცია - საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

33 ქართველი, რომლებიც სუდანში არიან ჩარჩენილები, უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან და მათი ევაკუაციაც, სავარაუდოდ, მალე მოხერხდება. ქვეყანაში კი, ვითარება ისევ დაძაბულია.

ორი გენერლის დაპირისპირება და გავლენებისთვის ბრძოლა სამოქალაქო ომში გადაიზარდა. რამდენჯერმე დადებულმა ზავმა არ იმუშავა, ისევ ისმის აფეთქებების ხმა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. სუდანში ახლა დე ფაქტო სამხედრო დიქტატურაა, თუმცა ფორმალურად ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკად მიიჩნევა.

ვინ გაიმარჯვებს გენერლების დაპირისპირებაში, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ბუნდოვანია ისიც, აქვს თუ არა ამ ყველაფერთან კავშირი კრემლს.

ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს მთელი კვირაა განსაკუთრებით აკვირდება საქართველო, რთულ სიტუაციაში არამხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ქვეყნების დიპლომატები და სამოქალაქო პირებიც არიან. შეერთებულმა შტატებმა სუდანიდან ამერიკელი დიპლომატები და მათი ოჯახები უკვე გაიყვანა.

დღის ამბები