თუშეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს თელავის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. პროცესი ერთ საათში დაიწყება.
პროკურორი პატიმრობას ითხოვს, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე.
მკვლელობა თუშეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცმა, საკუთარ მეგობარს, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.