პირველად თბილისში ევროპის დიგესტიური ქირურგიის საზოგადოების მე-15 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად მკურნალობის თანამედროვე საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის არის, იმისთვის რომ მსოფლიოში არსებულ მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკას გაეცნონ.