26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ერევანი მზად არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდეს - ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი მზად არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდეს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მიისწრაფვის, რომ აღნიშნული მისია ეფექტური იყოს. როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის და, ზოგადად, რეგიონისთვის. ამასთან, აღნიშნავს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აქვს ვალდებულება სომხეთში უსაფრთხოების საკითხი უზრუნველყოს.

დღის ამბები