26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
სკოლაში შესვლის ასაკი ახლებურად განისაზღვრება - კანონში ცვლილებებით, სკოლის კარი ყველა იმ ბავშვისთვის გაიღება, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდება

5 000-მდე ბავშვი 6 წლის შესრულებას აღარ დაელოდება და სკოლის კარი ყველა იმ არასრულწლოვნისთვის გაიღება, ვისაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდება.

ამ დრომდე ეს წესი მხოლოდ ოქტომბრამდე დაბადებულებისთვის მოქმედებდა. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა, დარჩა მხოლოდ პარლამენტი.

კანონში შეტანილი ცვლილებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს ეხება. ბავშვების დიდი რიცხვის შემთხვევაში კი, განათლების უწყება მზადაა პედაგოგების რაოდენობაც გაზარდოს.

განათლების სამინისტრო აანონსებს, რომ მსგავსი მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და დაწყებით საფეხურზე რეგისტრაციის ვადები ეტაპობრივად 31 დეკემბრამდე გადაიწევა. ეს პროცესი 800 სკოლის აშენება-რეაბილიტაციის შესაბამისად განხორციელდება.

 

დღის ამბები