26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
უკვე ნელ-ნელა ყველა ემიჯნება ბატონ კეზერაშვილს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ორი ინსტანციის სასამართლომ და BBC-ის საგამოძიებო ფილმმაც დაადასტურა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, უკვე მას ოპოზიციას ემიჯნება.

"ქართული მართლმსაჯულების მიერ კეზერაშვილის დამნაშავეობა დადასტურებულია. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ყველამ იცის, მათ შორის, ოპოზიციაშიც აღიარებენ, რომ ამ ადამიანმა გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო, ქართული ბიუჯეტი და საბოლოოდ, BBC-იმ დააგვირგვინა, რომ არამხოლოდ ქართული ბიუჯეტი, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულებიც კი აუღია. აქედან გამომდინარეობს ოპოზიციაშიც ის ფაქტი, რომ უკვე ნელ-ნელა ყველა ემიჯნება ბატონ კეზერაშვილს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

დღის ამბები