26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"ასეთი წერილის შინაარს რომ კითხულობ, ვის უნდა გაუჩნდეს იქ მისვლის სურვილი" - ბაჩო დოლიძე ენმ-ის წერილზე

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც ნიკა მელიას გადაწყვეტილების მიხედვით ახალი ოფისის გახსნას ეხება, მელიას თანაგუნდელები ეხმაურებიან.  ისინი ამბობენ, რომ ახალი ოფისის გახსნა პარტიული საქმიანობისთვის სჭირდებათ და ამის შესაძლებლობა ახალი მენეჯმენტის პირობებში არ ჰქონდათ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს მათგან დამოუკიდებლად იღებს. 

"არაფერში არ წერია ეს ისტერიკა, რომელიც ატყდა. ჯერ ერთი, ძალიან ცივილურად მოვახდინე ინფორმირება ოფისის. ასეთი წერილის შინაარს რომ კითხულობ, ვის უნდა გაუჩნდეს იქ მისვლის სურვილი?! ორი თვის განმავლობაში საერთოდ იგნორირება ხდება,  არა მარტო კონკრეტულად, პერსონიფიცირებულად. ჩვენს უკან დგას უამრავი ადამიანი. ყველა კარგი დაკეტილი აქვთ ამ ხალხს. სულ მესმის, რომ - "წადით, წადით"... მე მგონი, ერთადერთი ოპოზიციური პარტიის მენეჯმენტია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ხალხი მოიყვანოს, გაყრაზეა ორიენტირებული. ზოგიერთის პოლიტიკური ამბიციები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ დაიოკეს და ამ ყველაფერს გადააყოლეს პარტია," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები