26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
მე ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ მექნება ამ მოსამართლეებთან - რატი ბრეგაძე სანქცირებულ მოსამართლეებზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს.

როგორც რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერში" განმარტა, მტკიცებულებების გარეშე, ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც დანაშაულის სავარაუდო ჩადენას ეხება გაუგებარია. მისი თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ გაუგებრობა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან წარმოიშვა აღმოიფხვრება.

"2012 წლამდე, მოსამართლე რეალურად იყო იუსტიციის მინისტრის, რომელიც იმავდროულად იყო გენერალური პროკურატურის, უკანონო ბრძანებების, უპირობო აღმასრულებელი. 2012 წლიდან, მოსამართლე დაბრუნდა სათათბირო ოთახში, სადაც ის გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენისა და მტკიცებულებების საფუძველზე და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ჩემს ამ ნათქვამს უამრავი ფაქტორი ადასტურებს, მათ შორის ის, რომ თუნდაც პატიმრების რაოდენობა შემცირდა სამჯერ, ასევე სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობაც რამდენჯერმე შემცირდა. ეს ყველაფერი გამოიწვია ერთმა გარემოებამ, კერძოდ ის, რომ მთელი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და მუშაობდა იმ საკითხზე, რომ მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაც ერთობლივად მუშაობდა იმ საკითხზე, რომ სასამართლოში გატარებულიყო ადამიანების უფლებებზე ორიენტირებული რაც შეიძლება მეტ რეფორმა და ეს ყველაფერი წარმატებით განხორციელდა. რად ღირს თუნდაც ის გარემოება, რომ მოსამართლეების უვადოდ არჩევა ხორციელდება, ასევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომელიც პრაქტიკულად აკომპლექსებს მთლიან სასამართლო კორპუსს, უკვე გავიდნენ პოლიტიკოსები და შესაბამისად, იქ გადაწყვეტილების იღებენ მოსამართლეები და დამოუკიდებელი წევრები. ასევე, საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი, გამჭვირვალობის ასეთი დონის უზრუნველყოფა და მთელი რიგი სხვა რეფორმები. მე ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ მექნება ამ მოსამართლეებთან, რაც შეეხება უშუალოდ შეფასებას, აქ საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა წერილი და განვმეორდები და ვიტყვი, რომ მტკიცებულების გარეშე, ნებისმიერი სახის განცხადება, მით უმეტეს, როდესაც ეს მოსამართლეებს ეხება და როდესაც აქ საუბარი თუნდაც მინიშნებით შესაძლებელია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე, რა თქმა უნდა არის გაუგებარი. მე ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც საქართველოს ძალიან დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუგებრობა იქნება აღმოფხვრილი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები