26 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც აწყობს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" - ანა წითლიძე მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებებზე​

ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს - მცდელობა სასამართლო სისტემის საგამოძიებო კომისია შეიქმნას ურთიერთბრალდებების ფონზე, ისევ მცდელობად რჩება, საკითხს კენჭს 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე უყრიან, იქამდე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საჭირო 50 ხმის მოგროვებას. 

პარალელურად, უცხოეთიდან ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე მიმართავს.

როგორც წითლიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის ურთიერთბრალდებები ერთმანეთთან, არამედ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი გავიდეს სესიაზე.

"მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას. მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირებების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ის ისტერიკა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც აწყობს მხოლოდ "ქართულ ოცნებას". უნდა შევეცადოთ, რომ ე უსაფუძვლო ბრალდებები და თავდასხმები შეწყდეს.  იმიტომ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის ურთიერთბრალდებები ერთმანეთთან, არამედ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი გავიდეს სესიაზე," - აცხადებს ანა წითლიძე. 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები