26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველოში დიდი ზომის ბავშვთა სახლები ფაქტობრივად აღარ არსებობს - დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და დღეს, ბენეფიციარები ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სივრცეში ცხოვრობენ

ბავშვთა სახლებიდან ოჯახურ გარემოში- საქართველოში დღეს უკვე დიდი ზომის ბავშვთა სახლები ფაქტობრივად აღარ არსებობს. იგი მცირე ზომის ოჯახური ტიპის სახლებით ჩანაცვლდა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, დღეს კი უკვე ბენეფიციარებს ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სივრცეში უწევთ ცხოვრება.

სახლები სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ ასეთ სახლში, ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და ინდივიდუალური ზრუნვა, რაც მოზარდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მარიკა გოცირიძის რეპორტაჟში ნახავთ როგორია პატარა ბენეფიციარების ყოფა ახალ გარემოში .

დღის ამბები