26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნას მივესალმები და მხარს დავუჭერ - ანა წითლიძე

დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს - ოპოზიციის გეგმაა, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც აშშ-სგან დასანქცირებლი მოსამართლეების საკითხს გამოიკვლევს.  

მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ, საკითხის გატანას რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. 

"რიგგარეშე სხდომის მოწვევა არის მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მე ამ საკითხსაც მივესალმები და მხარს დავუჭერ. უფრო მეტი მტკიცებულებები შეიძლება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იქნეს გამოკვლეული და ფრო მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მიმართულებით გახდეს საჯარო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთადერთი ადეკვატური მოთხოვნა, რაც იქნება, არის ის, რომ ამ ადამიანებმა სასწრაფოდ დატოვონ სისტემა,"-აცხადებს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

დღის ამბები