26 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მეტი პროექტის განხორციელება, აზერბაიჯანთან თბილი მეგობრობით, ძმობით გვჯერა, ბევრ პროექტს განვახორციელებთ - ირაკლი ღარიბაშვილი 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეთ ჩვენს ხალხებს, ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, გვინდა, მეტი პროექტები განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს ჩვენ ქვეყნებს და ერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ილჰმ ალიევთან საუბარი ჰქონდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

"ვისაუბრეთ რთულ ვითარებაზე, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო. ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის, ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეთ ჩვენს ხალხებს, ამ ნაწილში  სრული თანხვედრა გვაქვს, გვინდა, მეტი პროექტები განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ერებს.

ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ე.წ. მიდლ კორიდორის ანუ შუა დერეფნის განვითარების შესახებ, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, უახლოეს მომავალში ყველა ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, ეს არის პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც გვქონდა საუბარი.

მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, მეტი პროექტის განხორციელება და ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით გვჯერა, ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მინდა, აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასი მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს, თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი, ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



დღის ამბები