26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"ვოლტის" კურიერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

"ვოლტის" კურიერებმა მორიგი აქცია გამართეს. ისინი ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან მედიაცია მოითხოვეს. ზოგადი მოთხოვნები კი უცვლელია - სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ანაზღაურების გაზრდა, არსებული ხელმძღვანელობის შეცვლა და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა.

დღეს კომპანიას არ გაუვრცელებია განცხადება, თუმცა უკვე გამოქვეყნებულ ტექსტებში ვოლტი პროტესტის მონაწილეთა გათავისუფლებაზე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. კურიერების აქციას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. 

"ჯანდაცვის სამინისტროს თავის კომპეტენციის ნაწილში, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შრომის ინსპექცია სადაც შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, თუ იქნება ასეთი მიმართვა დაიწყებენ შესაბამის მოკვლევას, არის თუ არა შრომითი უფლებების დარღვევა ან დისკრიმინიციის ფაქტი და ამის შემდეგ გვეცოდინება ყველა, თუ ასეთი ფაქტი ნამდვილად ფიქსირდება," - აცხადებს  ზურაბ აზარაშვილი.

 

დღის ამბები