კანადიდან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შესვლის მცდელობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სანაპირო დაცვამ სამძებრო ოპერაცია წმინდა ლოურენსის მდინარესთან აწარმოა და ცხედრები შტატების საზღვართან ახლოს, აკვესანის ტერიტორიაზე აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ოჯახის წევრები და სავარაუდოდ, რუმინელები და ინდოელები იყვნენ.