26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი "ბოლშევიკები" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან და არც დასავლეთთან, მისი თქმით, ისინი არიან ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური, სერგო ორჯონიკიძის სული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

"მთავარი არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი! საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო.

სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები