ოფიციალური მოსკოვი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევას ადასტურებს. რუსული მხარის განცხადებით, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე, მათ შორის ერთის, რომელიც მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან ჩამოვარდა, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მანამდე დრონების თავდასხმაზე იტყობინებოდა ადგილობრივი მედია კრასნოდარის მხარეში.
მომხდარს დაუკავშირეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი. ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის კადრები გავრცელდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი ადიღეს რესპუბლიკაშიც.
დღის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგის თავზე დროებით იყო დახურული საჰაერო სივრცე. ქალაქის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. თუმცა დაუდასტურებელი ცნობით, ცაზე ამოუცნობი ობიექტი შენიშნეს. ოფიციალური მოსკოვი მომხდარში კიევს ადანაშაულებს. ვრცელდება ინფორმაცია რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან კონტროლის გამკაცრების ბრძანება გასცა.