26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გორში მანქანის უფასოდ შეღებვის მოთხოვნის გამო დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - "კურიერმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

სადგურის დასახლებაში , სახელოსნოსთან დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა. 33 წლის ირაკლი კობერიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაიჭრა ერთი პირი ,რომელიც შემტევის დროს კობერიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს,თუმცა ანგარიშსწორების მოტივზე საუბარი არ სურთ, ამბობენ რომ სროლამდე სიტყვიერი კამათი არ გაუგიათ.

"კურიერმა" გაარკვია რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ახალგაზრდები ერთ-ერთ სახელოსნოში, ავტომობილის შესაკეთებლად მივიდნენ და უფასო მომსახურება მოითხოვეს. დაპირისპირებაც უარის მიღების შემდეგ დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მოკლული 33 წლის მამაკაცის ცხედარი, პროზექტურაში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაჭრილი კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კურიერის ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

დღის ამბები