"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა დავიცვათ უკრაინის მთელი ტერიტორია რუსული ტერორისგან" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება.
"დღე თავდასხმით დაიწყო. მათი უმეტესობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ იყო დარტყმებიც. ხმელნიცკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 თანამშრომელი დაიჭრა და 2 დაიღუპა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ჩვენი სახელმწიფოს მთელი ტერიტორია დავიცვათ რუსული ტერორისგან. საჰაერო თავდაცვა სრულად მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც ის უზრუნველყოფილია თანამედროვე ავიაციით.
ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება, მტერი გამუდმებით ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება ჩვენი პოზიციების დასაცავად და საყრდენად გამოვიყენოთ," - აცხადებს ზელენსკი.