საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა ეს ის სხვაობა იყო, რამაც საქართველო მსოფლიოზე გაიყვანა.
მატჩის შემდეგ ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ თანაგუნდელებს გასახდელში ემოციური სიტყვით მიმართა:
"ბიჭებო, მე თქვენით განსაკუთრებულად ვამაყობ. როცა ამბობთ, შენ მოიგე, ასე არ არის – ჩვენ მოვიგეთ! ჩვენ დავწერეთ ისტორია.
ყოველთვის სასიამოვნოა წარმატება… მაგრამ არაფერია იმაზე დიდებული, როცა წარმატებას შენს ძმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღწევ. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, არცერთ თქვენგანში არაფერს შევცვლიდი. ამ გუნდთან ერთად ომში წავიდოდი!
საქმე დასამთავრებელი გვაქვს. უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. დღეიდან რასაც უნდა აკეთებდეთ, მსოფლიო ჩემპიონატი მუდამ გონებაში გქონდეთ. გახსოვდეთ, იქ შემთხვევითობის გამო არ ვართ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
როგორც მწვრთნელმა თქვა, ამისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ერთ დღეში არ მოსულა. გილოცავთ, ბიჭებო!"
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი