26 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, მეცხრე საშეჯიბრო დღე გაიმართა. ელიტურ ტურნირზე ფრისკისა და სლოუფ სთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები ჩატარდა, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მონაწილეობდნენ, ქართველმა სპორტსმენებმა ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლეს, თუმცა საკმარისი ქულები დააგროვეს რომ მომავალში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.

დიდველის მთაზე ჩატარდა ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები, ასევე სნოუბორდ სლოუფსთაილის ფინალი. ჰალფ ფაიფის დისციპლინაში კი ოფიციალური ვარჯიშები გაიმართა. მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით შვეიცარიელი ფრანგი სპორტსმენები გამოირჩევიან.

პერინ ლაფონტმა მიმდინარე ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა და სამთო სათხილამურო სპორტის ისტორიაში მოგულის დისციპლინაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა. მიმდინარე ტურნირზე ასევე ორი ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიკაელ კინგსბურიმ. მსოფლიო ჩემპიონატმა მოლოდინი გაამართლა, საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის მიმდინარეობით კმაყოფილია.

მსოფლიო ჩემპიონატი რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს 5 მარტამდე გაგრძელდება.

დღის ამბები