საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს შენობების რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის უფლება მიეცა, -გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა რომ შენობები, რომლებიც იერსახეს ამახინჯებს და საფრთხეს წარმოადგენს, მალე პრობლემა აღარ იქნება.
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ნაგებობებს, რომლებიც რეკონსტრუქციას არ დაექვემდებარება, დაანგრევენ.
წინასწარი შესწავლის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 1200 ზე მეტი შენობა-ნაგებობაა. გადაუდებელი სამუშაოები კურორტებზე, დაბებში, ქალაქებსა თუ სოფლებში მიმდინარე წელს დაიწყება.