26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
“რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება“ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტზე აშშ-ს ელჩის კრიტიკულ მოსაზრებას ეხმაურება. ნიკოლეიშვილი ამერიკელ დიპლომატს მიმართავს და წერს, რომ საქართველოს ამომრჩევლის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება გადაწყვეტს, თუ რა კანონის მიღება სჭირდება ქვეყანას.

“ქალბატონო ელჩო, თქვენი "მოღვაწეობის" მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში. თქვენ არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები