კარტელური გარიგებები ფარმაცევტულ ბაზარზე- ჯანდაცის უწყება ვარაუდობს, რომ კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ აფთიაქების უმრავლესობაში იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები აქამდე არ გავცელებულა, ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი, იგივე ტენდენციაა თურქეთიდან შემოტანილ წამლებთან მიმართებით.
მთავრობა მკაცრ საპასუხო ქმედებებს აანონსებს, პარალელურად ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს კონკურენციის სააგენტო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა შეთანხმებულ მოქმედებებს და შეთქმულებებს ჰქონდეს ადგილი.
"ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან. რეაგირება მსგავს ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. მივყვებით იმ რეფორმას, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე გვაქვს დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი. ამ რეფორმას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ,"- აცხადებს აზარაშვილი.