26 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ნათელია, რომ ეს კანონი არის მსგავსი რუსული კანონმდებლობისა, რომლის მიზანიც გახლდათ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების ჩაჩუმება - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, "ხალხის ძალის" მიერ ინფიცირებული კანონპროექტი საქართველოს  არ სჭირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ინიცირებული კანონები ხელს შეუშლის პროგრესს, რომელსაც საქართველომ წლის განმავლობაში მიაღწია.

"არსებობს ძალიან დიდი გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება დახმარება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, მისი მიზნები საერთოდ სხვაგვარია. აქ შემუშავებული კანონპროექტი შეუშლის ხელს ქართული საზოგადოების წევრებს, რომ დაეხმარონ სხვა საზოგადოების წევრებს სხვადასხვა მიმართულებით. ნათელია რომ ეს კანონი ემხაურება და არის მსგავსი რუსული კანონმდებლობისა, რომლის მიზანიც გახლდათ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების ჩაჩუმება. ზუსტად ეს დავინახეთ რუსეთის მაგალითზე, რა ეფექტურად იმოქმედა ამ კანონმა - გააჩუმა სამოქალაქო საზოგადოება, განსხვავებული მოსაზრება. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა იმისათვის რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, აეშენებინა დემოკრატია და დაეცვა ის ძირითადი თავისუფლებები . ეს კანონი ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო ამდენი წლის განმავლობაში აშენებდა. სწორედ ამიტომ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები , ევროკავშირი, გაეროს ორგანიზაცია და სხვადასხვა ორგანიზაცია გამოთქვამენ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით. არ სჭირდება საქართველოს ეს კანონი," - განაცხადა კელი . 

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა კი გაუგებარია "ხალხის ძალისთვის," სადაც ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ.

ვურჩევთ ინფორმაციას კარგად გაეცნონ და ნუ დაეყრდნობიან იმ დეზინფორმაციას, რომელიც, როგორც ჩანს, მიაწოდეს. იმიტომ რომ, ეს ჩვენი კანონპროექტი, ე.წ. ქართული ვარიანტი მიმართულია გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე," - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა. 

დღის ამბები