26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"გაზპრომმა", უკრაინის გავლით, ევროპაში გაზის მიწოდება 39 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა - "კომერსანტი"

"გაზპრომმა" უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება 39 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა - ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

უკრაინიდან ევროპაში გადასაზიდად ამოტუმბული გაზის მოცულობა, 26 თებერვლის მონაცემით, 39 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს - ამის შესახებ "გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. გაზის ამოტუბმვა გაზის საზომი სადგურის "სუჯას" გავლით მოხდება.

25 თებერვლის მონაცემებით, სატუმბის მოცულობამ 38.1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

2022 წლის მაისში, უკრაინამ უარი განაცხადა ბუნებრივი აირის ამოტუმბვაზე "სოხრანოვკას" სადგურის გავლით, რომელიც კიევის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. მანამდე კი, აღნიშნული სადგურის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზის მესამედის მიწოდება ხორციელდებოდა.

დღის ამბები